რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბუდანოვი ძებნილთა სიაში შეიყვანა

ს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი ძებნილთა სიაში შეიყვანა. ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო, პროპაგანდისტულმა მედიებმა გაავრცელეს.
უწყება არ უთითებს სისხლის სამართლის იმ მუხლს, რომლითაც ბუდანოვის წინააღმდეგ საქმეა აღძრული.
რუსეთის FSB-მ 2022 წლის ოქტომბერში ამტკიცებდა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო და მისი ხელმძღვანელი პასუხისმგებელნი იყვნენ ს ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი” ტერაქტის ორგანიზებაში”. 2023 წლის 21 აპრილს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბუდანოვს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი ყირიმის ხიდზე “ტერაქტში მონაწილეობისთვის”, სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით. მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონული სასამართლომ კი ის დამნაშავედ ცნო.
3 ოქტომბერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაუსწრებლად წაუყენა ბრალი ბუდანოვსა და კიდევ რამდენიმე უკრაინელ სამხედრო ლიდერს 2022 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრამდე რუსეთის ტერიტორიაზე დრონების თავდასხმების ორგანიზებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ