ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის შეტევის მიუხედავად, უკრაინელები აცხადებენ, რომ პოკროვსკში სტაბილური ვითარებაა

რუსეთის შეტევის მიუხედავად, უკრაინელები აცხადებენ, რომ პოკროვსკში სტაბილური ვითარებაა

უკრაინის არმიის პრესმდივნის განცხადებით, პოკროვსკში ვიტარება "სტაბილურია" და უკრაინის დონეცკის რეგიონის ამ ქალაქში რუსეთის ჯარისკაცები არ იმყოფებიან - იმ ფონზეც, როცა შეტევების სამიზნედ ქცეული ქალაქიდან სწრაფად განხორციელდა ბავშვთა ევაკუაცია.
"პოკროვსკში, საკუთრივ ქალაქში, ვითარება არ შეცვლილა. ის სტაბილურია" - თქვა პრესმდივანმა, ვიქტორ ტრეგუბოვმა 18 იანვარს, თუმცა აღიარა, რომ რუსეთის არმია, როგორც ჩანს, კვლავაც აპირებს ქალაქის ალყაში მოქცევას.
"იქ მტერი არ იმყოფება. ჩვენ უკვე მოგვიწია შეწინააღმდეგება ქსელით გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომ თითქოს ისინი ადგილზე ჩავიდნენ. ეს უბრალოდ არ არის სიმართლე" - თქვა ტრეგუბოვმა.
რუსეთის ძალების მხრიდან დაბომბვის ფონზე, რადიო თავისუფლების კორესპონდენტები იუწყებოდნენ, რომ 18 იანვარს ადგილობრივ ხალხს ევაკუაციაში პოლიცია ეხმარებოდა.
პოკროვსკში უწინ 60 000 მოსახლე იყო, ამჟამად, ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ქალაქში მხოლოდ 7000-მდე ადამიანი რჩება.
პოკროვსკი ლოგისტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცენტრია და ბოლო თვეებში ის რუსეთის ძალების სამიზნე გახდა. ქალაქის გარშემო არსებული ვითარება ბუნდოვანი რჩება. ვრცელდება ცნობები დიდ დანაკარგებზე ორივე მხარეს, თუმცა მსხვერპლის შესახებ მონაცემებს არც ერთი არმია არ ასაჯაროებს.
რუსეთის ძალები პოკროვსკს უკვე რამდენიმე კვირაა უახლოვდებიან, თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, კრემლმა, შესაძლოა, გადაწყვიტოს ქალაქს გვერდი აუაროს და უკრაინის უფრო სიღრმეში შეეცადოს ტერიტორიის დაკავებას.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.