არქივი31 დეკემბერი, 2025, 09:54
რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქალაქ ტუაფსეში დრონებით თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები, პორტის ნავსადგური და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად ქალაქში ორი ადამიანი დაშავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.