“რუსეთის ფედერაცია დღემდე განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას” – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

“რუსეთის ფედერაცია დღემდე განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას” – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ფონზე, საქართველოს მთავრობა მტკიცედ და განუხრელად აგრძელებს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას. დეოკუპაციასთან ერთად, ძალისხმევა მიმართულია ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის მშენებლობის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობისკენ, ასევე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივების შეთავაზებისკენ.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი უაღრესად მნიშვნელოვნად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას და კონსოლიდირებული ძალისხმევის გაგრძელებას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი განმტკიცების მიზნით; ასევე, საერთაშორისო პარტნიორების როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: გუნდის სიმღერის დროს ბავშვის დავარდნასთან და სხვათა მიერ ამ ამბის იგნორირებასთან დაკავშირებით ბევრმა წაიმძღვარა გალაკტიონის მართლაც მშვენიერი და ფეერიული ლექსი…

პოლონელი ევროპარლამენტარი – ქართველ პროევროპელ დემონსტრანტებს ევროპული მომავლის მოთხოვნის გამო სასტიკად სცემენ და აწამებენ – ივანიშვილისა და ამ რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მეტი სანქციებია საჭირო

ნინო ჯღარკავა: 4 წლის წინანდელი ფაქტია, სამივე პოლიციელი დაკავებულია, ასე რომ 2022 წელს სულხან თამაზაშვილი არ ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრი და არც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე! დაეშვა ფარდა, პკ!