ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა მობილიზებული პირების უფლება, აირჩიონ ალტერნატიული სამსახური

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა ლენინგრადის რეგიონიდან მობილიზებული პირის უფლება, თავისი რელიგიური მრწამსის გამო უარი თქვას ბრძოლაზე და აირჩიოს ალტერნატიული საჯარო სამსახური. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უფლებადამცველი ორგანიზაცია "წვევამდელთა სკოლა" („შკოლა პრიზივნიკოვ“).

მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება გამოიტანა სამხედრო კომისარიატის მიერ შეტანილ საკასაციო სარჩელზე გატჩინში მცხოვრებ პაველ მუშუმანსკის წინააღმდეგ. მანამდე მოსარჩელემ, რელიგიური მრწამსის გამო, სამხედრო სამსახურის ნაცვლად, ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური გაიარა. თუმცა 2022 წლის შემოდგომაზე ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, ის ჯარში გაიწვიეს. მაგრამ მუშუმანსკიმ თავისი გაწვევა სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო.
რუსეთის კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სამხედრო სამსახურის გავლა თავიანთი რწმენის გამო, შეუძლიათ გაიარონ ალტერნატიული საჯარო სამსახური (ასს). თუმცა ასს-ის გავლის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს მობილიზაციის შესახებ კანონი. ამის გამო სამხედრო კომისარიატმა მუშუმანსკი გაიწვია. მას იძულებით სამხედრო ფიციც დაადებინეს. თუმცა მუშუმანსკიმ უარი თქვა იარაღის აღებაზე და სასამართლოში იჩივლა.
როგორც ორგანიზაცია "წვევამდელთა სკოლის" ცნობაშია აღნიშნული, უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით აღიარა მობილიზაციის დროს ალტერნატიული საჯარო სამსახურის შესაძლებლობა და მობილიზაციის შესახებ კანონის რუსეთის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე მიუთითა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.