არქივი4 იანვარი, 2025, 15:37
რუსეთის უდიდეს საზღვაო სავაჭრო პორტს დრონებით თავს დაესხნენ

რუსეთის უდიდეს საზღვაო სავაჭრო პორტს დრონებით თავს დაესხნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხ ASTRA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ტელეგრამ“ არხ ASTRA-ს ცნობით, რუსეთის თავდაცვამ დრონების უმეტესობა ლენინგრადის ოლქში მდებარე „უსტ-ლუგას“ საზღვაო სავაჭრო პორტის ტერიტორიაზე ჩამოაგდო.
ამასთან, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს ინფორმაციით, ოლქის ტერიტორიაზე 4 დრონი ჩამოაგდეს.
ცნობისთვის, დღეს დილით, სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.