ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის ტყვეობიდან 75 უკრაინელი გაათავისუფლეს

რუსეთის ტყვეობიდან უკრაინის კიდევ 75 მოქალაქე გაათავისუფლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უკრაინელების გათავისუფლება ტყვეთა ძებნისა და გათავისუფლების გაერთიანებული ცენტრის მუშაობის შედეგია, რომელიც დაემორჩილა ომის ტყვეებთან მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებას.
„ყველა უკრაინელის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის პრეზიდენტის მითითებების შესასრულებლად და ტყვეობიდან ყველა უკრაინელის დასაბრუნებლად“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.