რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი, რომელიც დილით გადააყენეს, გარდაცვლილი იპოვეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი, რომან სტაროვოიტი თანამდებობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება.
ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში ამბავი დაადასტურა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა.
“რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის ოლქის თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ, რათა დაადგინონ ზუსტი გარემოებები. ძირითადი ვერსია თვითმკვლელობაა”. – წერია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს