არქივი27 ივლისი, 2024, 10:54
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 14 დრონი გაანადგურა
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 14 დრონი გაანადგურა, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში, როდესაც კიევის რეჟიმმა დრონების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის ტერიტორიაზე - 7, ბელგოროდის ოლქში - 3, როსტოვში - 2, ბრიანსკში - 1 და ლიპეცკის ოლქში - 1 დრონი გაანადგურეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად შენობები დაზიანდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.