რუსეთის სასამართლომ ექვს-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ალსუ კურმაშევას

რუსეთის სასამართლომ თავისუფლების ექვს-ნახევარი წლით აღკვეთა მიუსაჯა რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტს, ალსუ კურმაშევას, რომელიც დამნაშავედ ცნო რუსეთის არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში. სააგენტო „ასოშიეტიდ პრესის“ ცნობით, სასამართლო სხდომა გასაიდუმლოებულ ვითარებაში პარასკევს, 19 ივლისს, გაიმართა.
იმავე დღეს, რუსეთის ეკატერინბურგის სასამართლომ ჯაშუშობის საქმეზე 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს.
ალსუ კურმაშევა, რომელსაც რუსეთის გარდა, -ის მოქალაქეობაც აქვს, ბოლო წლებში ჩეხეთში, პრაღაში, ცხოვრობდა და მუშაობდა. პრაღაშია ჟურნალისტის ოჯახიც.
გასული წლის მაისში იგი რუსეთში ჩავიდა ავადმყოფი დედის მოსანახულებლად. კურმაშევას თავიდან ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს, შემდეგ კი, ოქტომბერში, დააკავეს.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა ალსუ კურმაშევას დაკავების ვადის გახანგრძლივებაზე კომენტირებისას თქვა:

„უსამართლობა ამ არასაჭირო და სასტიკ დევნაში ყოველდღიურად იზრდება. ალსუს, როგორც -ის მოქალაქის, ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებები დაირღვა, როცა რუსეთის ხელისუფლებამ ის დააპატიმრა და 227 დღეა იქ იმყოფება. ალსუს არც კი მიეცა საშუალება, დაერეკა თავისი მოსიყვარულე ქმრისა და შვილებისთვის, მას უარი ეთქვა აშშ-ის საკონსულო დახმარებაზე და სამედიცინო დახმარებაზე. ალსუ შინ უნდა იყოს, პრაღაში და თავის ქალიშვილებს სასკოლო გამოცდებისთვის მომზადებაში ეხმარებოდეს და არა გისოსებს მიღმა რუსეთის ციხეში უსაფუძვლო ბრალდებებით“, – ამბობს სტივენ კაპუსი.

აპრილის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, გაათავისუფლოს ალსუ კურმაშევა, ისევე როგორც Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც ასევე საგამოძიებო იზოლატორშია.

“ჟურნალისტობა აბსოლუტურად არ არის დანაშაული”, – აღნიშნა ბაიდენმა.

25 აპრილს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის კურმაშევასა და გერშკოვიჩის „დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ“. ალსუ კურმაშევას დაპატიმრება დაგმო არაერთმა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად