რუსეთის სასამართლომ ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობისთვის, დაუსწრებლად მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).
რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის ცნობით, ელისაშვილი უკრაინაში 2022 წლის მარტში ჩავიდა. იქ ის შეუერთდა საქართველოს ეროვნული ლეგიონის რიგებს, რის შემდეგაც გაიარა სამხედრო წვრთნები და მიიღო იარაღი და ფორმები. შემდეგ ის ფრონტზე წავიდა, სადაც ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში. კერძოდ, პოლიტიკოსი მონაწილეობდა კიევის ოლქის ქალაქ ირპენისთვის გამართულ ბრძოლებში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს