ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის სარატოვის ოლქიდან დრონებით „მასირებული შეტევის" შესახებ იუწყებიან

რუსეთის სარატოვის ოლქიდან დრონებით „მასირებული შეტევის" შესახებ იუწყებიან

გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ სარატოვში და ამავე ოლქის ქალაქ ენგელსში, სადაც სამხედრო აეროდრომი და ნავთობის ბაზა მდებარეობს.
პირველი ცნობები ძლიერი აფეთქებების შესახებ და ფოტოები, რომლებიც სავარაუდოდ, ასახავენ ენგელსის ნავთობის ბაზის რაიონში გაჩენილ ხანძარს, სოციალური ქსელების ადგილობრივმა მომხმარებლებმა გაავრცელეს.
დილის 7 საათის შემდეგ სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ სარატოვსა და ენგელსზე დრონებით „მასირებული შეტევა" იყო და დაზიანდა ერთ-ერთი საწარმო. რომელი, გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია. ბუსარგინის წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის სარატოვის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით ხშირად უტევენ, მათ შორის ქალაქ ენგელსში მდებარე სამხედრო აეროდრომს.
უკრაინას სარატოვის ოლქზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.