ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თავისუფალია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე. უწყების ცნობით, იგი უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.
სუსში აცხადებენ, რომ თეიმურაზ ხომასურიძის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენეს როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე სხვა ინსტრუმენტები.
"საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - წერია სუსის განცხადებაში.
გორის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაცია 13 ივლისს გავრცელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.