ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის სამარის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის სამარის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის სამარის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ვიაჩესლავ ფედორიშჩევზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს დილით მტრის დრონები ნოვოკუიბიშევსკში ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოს თავს დაესხნენ. ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ“, - წერს ვიაჩესლავ ფედორიშჩევი „ტელეგრამის“ არხზე.
ასევე, ფედორიშჩევის ცნობით, დრონებით თავდახმის შემდეგ ოლქში მობილურ ინტერნეტზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა და სამარის აეროპორტმა დროებით მუშაობა შეაჩერა.
აფეთქებების ხმა ისმოდა პენზისა და რიაზანის ოლქებშიც.
რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, პენზის ოლქში დრონები ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემების საწარმოს ტერიტორიაზე, ხოლო რიაზანის ოლქში დიაგილევოს აეროდრომთან ახლოს ჩამოვარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.