ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის საზღვაო ფლოტის მეთაურის მოვალეობას ადმირალი ალექსანდრ მოისეევი შეასრულებს

რუსეთის საზღვაო ფლოტის მეთაურის მოვალეობას ადმირალი ალექსანდრ მოისეევი შეასრულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
„ადმირალი მოისეევი კრონშტადტში გამართულ ცერემონიაზე საზღვაო ძალების მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებლად წარადგინეს“, - აცხადებს რუსული სახელმწიფო მედია.
ადმირალმა, ალექსანდრ მოისეევმა რუსეთის საზღვაო ფლოტის მეთაურის თანამდებობაზე ნიკოლაი ევმენოვი შეცვალა, რომლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ 10 მარტს გაავრცელა.
ევმენოვის გათავისუფლების ზუსტი მიზეზი რუსულ მხარეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა მოსალოდნელია, რომ იგი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების დიდი რაოდენობით დაკარგვის გამო დაითხოვეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.