რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ვენესუელაში არსებული პრობლემები “კონსტრუქციული დიალოგისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების პატივისცემით” უნდა მოგვარდეს

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ვენესუელაში არსებული პრობლემები “კონსტრუქციული დიალოგისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების პატივისცემით” უნდა მოგვარდეს. შესაბამის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“ვადასტურებთ ვენესუელელი ერისა და მთავრობის მიმართ რუსეთის ურყევ სოლიდარობას. წარმატებებს ვუსურვებთ პრეზიდენტის ვალდებულებების შემსრულებელს დ.როდრიგესს ამოცანების მოგვარებაში, რომლებიც [ვენესუელის] ბოლივარული რესპუბლიკის წინაშე დგას. ჩვენი მხრიდან, მზაობას გამოვთქვამთ გავაგრძელოთ საჭირო მხარდაჭერის მიწოდება ჩვენთვის მეგობრული ვენესუელისთვის…
თანმიმდევრულად მხარს ვუჭერთ შექმნილი ვითარების დეესკალაციას და ნებისმიერი არსებული პრობლემების კონსტრუქციული დიალოგისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების, უპირველეს ყოვლისა გაეროს ქარტიის, პატივისცემით მოგვარებას,” – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ “ვენესუელისთვის გარანტირებული უნდა იყოს საკუთარი ბედის თავისით განსაზღვრის უფლება, გარედან რაიმე დესტრუქციული ჩარევის გარეშე”.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა