ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის საგარეო უწყება - უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნით ბერლინი უფრო ღრმად ჩაიგდებს თავს იმ ორმოში, რომელშიც კიევის რეჟიმი დიდი ხანია იმყოფება

რუსეთის საგარეო უწყება - უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნით ბერლინი უფრო ღრმად ჩაიგდებს თავს იმ ორმოში, რომელშიც კიევის რეჟიმი დიდი ხანია იმყოფება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, გერმანია, უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე შეზღუდვების მოხსნით კიდევ უფრო ღრმად ჩაძირავს საკუთარ თავს.
„უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენების დიაპაზონზე შეზღუდვის მოხსნით, თუ ასეთი რამ ოდესმე არსებობდა, ბერლინი მხოლოდ უფრო ღრმად ჩაიგდებს თავს იმ ორმოში, რომელშიც მის მიერ მხარდაჭერილი კიევის რეჟიმი დიდი ხანია იმყოფება“, - აღნიშნა ზახაროვამ.
მისი მტკიცებით, „გერმანული იარაღი ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ვერ შეცვლის“.
შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გუშინ განაცხადა, რომ გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ შორ მანძილზე მოქმედ იარაღებზე დაწესებული შეზღუდვები აღარ მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა შეძლებს თავი დაიცვას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განხორციელებით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.