რუსეთის საგარეო უწყება – „დიდი ოცეულის“ შეხვედრის დღის წესრიგში უკრაინის საკითხის შეტანა დესტრუქციულია

„დიდი ოცეულის“ შეხვედრის დღის წესრიგში უკრაინის საკითხის შეტანა დესტრუქციულია, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დასავლეთის ინიციატივით, „დიდი ოცეულის“ დღის წესრიგში არაძირითადი საკითხების, მათ შორის უკრაინის საკითხის, შეტანა დესტრუქციულია.
რუსეთის დელეგაცია აპირებს, რომ პარტნიორების განსაკუთრებული ყურადღება „დიდი ოცეულის“ პოლიტიზაციის მიუღებლობას მიაპყროს, რომელიც, მისი მანდატის მიხედვით, მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე უნდა იყოს ორიენტირებული“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრაზილიაში ჩავიდა, სადაც „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ჩერქეზიშვილი – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობით სავსე ქალაქი“ ყოველი წვიმის შემდეგ იქცევა წყალწაღებულ ქალაქად და ძირგამოთხრილ ქალაქად – ყოველი წვიმა ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელია

საბა ბუაძე: დიდი დიღომი არის თვალსაჩინო მაგალითი ურბანული გენოციდის -კორუფციული ინტერესიდან გამომდინარე, კალაძის პირობებში, იქ გაცემული იქნა სრულიად შეუსაბამო მშენებლობის უფლებები (ვიდეო)