რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: მოსკოვს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის მიმართ

მოსკოვი უარყოფითად არის განწყობილი სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, – რუსული მედიის ინფორმაციით, ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილებას, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილე პირებს სანქციები დაუწესონ.
„რაც ხდება, ფაქტობრივად, საქართველოს შიდა საქმეა, მხოლოდ ამით მინდა შემოვიფარგლო ჩემი კომენტარისას. მოსკოვს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობის მიმართ. შესაბამისად, ის ასეთ ჩარევას არ მიმართავს“, – განუცხადა გალუზინმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გაბრიელიუს ლანდბერგისმა, ბაიბა ბრაჟემ და მარგუს ცაჰკნამ გუში განაცხადეს, რომ ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა