ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური - ვაშინგტონს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი

ვაშინგტონს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს ვაშინგტონის მტკიცე გადაწყვეტილებაზე, საქართველოში მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ხელისუფლების ცვლილებას მიაღწიოს“, - აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია უკვე შეიმუშავა.
„ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია უკვე შეიმუშავა“, - აღნიშნეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.