რუსეთის საგარეო დაზვერვა – საფრანგეთი უკრაინის კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას კვლავ ცდილობს

საფრანგეთი აგრძელებს უკრაინის კონფლიქტში პირდაპირი ჩარევის ვარიანტების ძებნას, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში განაცხადეს.
„საფრანგეთს ერთი სული აქვს უკრაინაში თავისი ჯარები გაგზავნოს“, – აცხადებენ უწყებაში.
მათი მტკიცებით, ამისკენ არის მიმართული მთავრობის ბოლოდროინდელი დეკრეტი, რომელიც „შეიარაღებული კონფლიქტის სიტუაციაში მყოფი მესამე ქვეყნის“ დასახმარებლად კერძო სამხედრო კომპანიის გამოყენების საშუალებას იძლევა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ კიევის საჰაერო თავდაცვის მობილური ჯგუფები და შეზღუდული რაოდენობის F-16-ები ვერ ახერხებენ რუსული საჰაერო სამიზნეების მოგერიებას, ხოლო ფრანგული Mirage-ის ტიპის გამანადგურებლების დაუფლებას დრო და მაღალი კვალიფიკაცია სჭირდება. უწყების მტკიცებით, ამ ვითარებაში, კიევს დასჭირდება უცხოური კერძო სამხედრო კომპანიები, რომლებიც შეიარაღებული იქნებიან თანამედროვე დასავლური, პირველ რიგში ფრანგული, იარაღით.
„თუმცა, პარიზმა არ უნდა მოიტყუოს თავი იმით, რომ ამით ის ხელებს იხსნის და ამავდროულად თავს არიდებს კონფლიქტში მისი სამხედროების მონაწილეობაზე პასუხისმგებლობას“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში.
უწყების მტკიცებით, მოსკოვი ფრანგული კერძო სამხედრო კომპანიების უკრაინაში ყოფნას საფრანგეთის კონფლიქტში პირდაპირ ჩართულობად ჩათვლის და ამ შემთხვევაში, ეს ჯგუფები რუსული არმიის მთავარი ლეგიტიმური სამიზნე გახდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად