რუსეთის როსტოვის ოლქიდან ტანკერზე დრონებით შეტევისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ზოგიერთ რაიონში, მათ შორის რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ დონის როსტოვში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქებზე, დონის როსტოვსა და ბატაისკზე უკრაინული დრონებით შეტევას მსხვერპლი მოჰყვა.
როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის ტელეგრამ-არხზე 18 დეკემბერს, დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქალაქ როსტოვის პორტში, რომელიც მდინარე დონზე მდებარეობს, დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ტანკერს, ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა და სამი დაიჭრა. გუბერნატორის ცნობითვე, ქალაქის დასავლეთ ნაწილში დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი.
სლიუსარის თანახმად, ქალაქ ბატაისკში დაღუპულია ერთი და დაჭრილია ექვსი ადამიანი. ხანძარი გაუჩნდა ორ კერძო სახლს.
უკრაინას რუსეთის როსტოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
გუშინ, 17 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა დაარტყეს რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზის, „ნიკოლაევსკაიას“ ტერიტორიას, სადაც დაზიანებულია რეზერვუარი და მდინარის გემი „კაპიტანი გიბერტი“.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს” უწოდებს, უკრაინა კი – „კანონიერ სამიზნეებზე” დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან