ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის რკინიგზაზე სავარაუდოდ, დრონით შეტევა იყო

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში რელსებიდან გადავარდა სატვირთო მატარებელი. მიზეზი სავარაუდოდ, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით შეტევაა.
„ვოლგისპირეთის რკინიგზის“ ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები ავრცელებენ, 14 მაისს, შუაღამის შემდეგ, სადგურ კოტლუბანთან რელსებიდან ვაგონების გადასვლა გამოიწვია „უცხო პირთა ჩარევამ“. რა ფორმა ჰქონდა ამ „ჩარევას“ დაკონკრეტებული არ არის.
რუსული ინტერნეტგამოცემა Baza წერს, რომ რკინიგზაზე დრონით შეტევის შედეგად, რელსებიდან გადავარდა 9 ვაგონი. ხანძარი გაუჩნდა საწვავით დატვირთულ ორ ცისტერნას. ერთი აფეთქდა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, რკინიგზის ამ მონაკვეთზე მატარებლების მიმოსვლა ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, დილის 6 საათიდან განახლდა.
ბოლო თვეებში რუსეთის სხვადასხვა რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმში რკინიგზაზე არაერთი აფეთქება მოხდა. უკრაინა მსგავს ფაქტებზე ოფიციალურ კომენტარებს, როგორც წესი, არ აკეთებს. ამასთან, ცნობილია, რომ კიევს სამიზნედ აქვს გამოცხადებული ის ინფრასტრუქტურა და ობიექტები, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.