რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი სახელმწიფო ღალატის საქმეზე დააკავეს

მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი და პლეხანოვის უნივერსიტეტის პროფესორი ვადიმ სალტიკოვსკი 25 სექტემბრამდე დააკავა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით – ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახურმა TASS-ს განუცხადა.
ბრალდებების დეტალები არ გავრცელებულა.
სახელმწიფო ღალატის მუხლით გათვალისწინებული საქმეები, როგორც წესი, დახურულ კარს მიღმა განიხილება. სალტიკოვსკის სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

სალტიკოვსკი სხვადასხვა წლებში რუსეთის წამყვან უნივერსიტეტებში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. მის შესახებ ინფორმაცია ახლახან ზოგიერთმა უნივერსიტეტმა ვებსაიტიდან წაშალა.

სალტიკოვსკი 2003-დან 2006 წლამდე მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოში, შემდეგ კი იყო პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი, სპეციალიზებული აზერბაიჯანსა და დსთ-ს ქვეყნებზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს