ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე - ჯერჯერობით, „სამშვიდობო გეგმის“ დეტალებზე ჩვენთან საუბარი არავის ჰქონია - ჩვენ ის ვნახეთ, მაგრამ განხილვა არ ყოფილა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე - ჯერჯერობით, „სამშვიდობო გეგმის“ დეტალებზე ჩვენთან საუბარი არავის ჰქონია - ჩვენ ის ვნახეთ, მაგრამ განხილვა არ ყოფილა

რუსეთის დელეგაცია აბუ-დაბიში აშშ-ის წარმომადგენელს შეხვდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
იური უშაკოვის ცნობით, რუსეთისა და უკრაინის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მგრძნობიარე საკითხების, მათ შორის პატიმრების გაცვლის შესახებ შეხვედრებს პერიოდულად მართავენ.
უშაკოვის თქმით, „მხარეებს შორის შეხვედრაზე მოულოდნელად აშშ-ის ახალი წარმომადგენელი [აშშ-ის არმიის მდივანი, დენ დრისკოლი] აღმოჩნდა“.
„შეხვედრაზე აღმოჩნდა აშშ-ის ახალი წარმომადგენელი, რომელიც ახლა უკრაინის საკითხზე მუშაობს. როგორც მე გავიგე, მას შეხვედრა უკრაინის წარმომადგენლებთან ჰქონდა, რაც წინასწარ იყო შეთანხმებული. ასევე, სრულიად მოულოდნელად, ის ჩვენს წარმომადგენლებსაც შეხვდა“, - განაცხადა უშაკოვმა.
ასევე, უშაკოვმა აღნიშნა, რომ აბუ-დაბიში შეხვედრაზე „სამშვიდობო გეგმის“ განხილვა არ მომხდარა.
„ჯერჯერობით სამშვიდობო გეგმის დეტალებზე ჩვენთან საუბარი არავის ჰქონია. ჩვენ ის ვნახეთ, მაგრამ განხილვა არ ყოფილა“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.