რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე – ვლადიმერ პუტინმა და სტივ უიტკოფმა უკრაინის კრიზისის საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და -ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა უკრაინის კრიზისის საკითხი განიხილეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„თუ თემებს დავასახელებთ, პირველი, რა თქმა უნდა, ეს უკრაინის კრიზისი იყო. მეორე თემა კი -სა და რუსეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლო განვითარების პერსპექტივები“, – განაცხადა იური უშაკოვმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის მოლაპარაკებები „სასარგებლო და კონსტრუქციული იყო“.
„ჩვენი მხრიდან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სიგნალები გადავეცით. შესაბამისი სიგნალები პრეზიდენტ ტრამპისგანაც მივიღეთ“, – აღნიშნა უშაკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კობახიძე რატომ არ ყიდულობს ამ დაბალფასიანს? რატომ არ ჭამს ამ ფასიანს, ხომ ვარგა? ჩემი მეზობელი, მეგობარი, ნათესავი რასაც ჭამს, იმას რატომ არ ჭამს, თუ კაია? მილიონიანი მანქანა რომ ჰყავს, წამოვიდეს, ვაყიდინებ პრიუსს…