ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, აშშ-მა კიდევ 100-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო

რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, აშშ-მა კიდევ 100-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ შემოიღო სანქციები, ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ახალი სანქციები 16 სხვადასხვა იურისდიქციაში მდებარე ასზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება, მათ შორის ათზე მეტ ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის შესყიდვაში მონაწილეობენ, ხელს უწყობენ სანქციებისთვის გვერდის ავლას და ეხმარებიან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო სფეროს.
ერთ-ერთი ასეთი ქსელი ხელს უწყობდა თურქეთში რუსეთისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვას, ხოლო კოორდინაციას მას იტალიის მოქალაქე უწევდა. სხვა მსგავსი ქსელი თურქეთში, საფრანგეთსა და ჰონგ-კონგში მდებარე კომპანიების მეშვეობით კომპონენტების იმპორტს ახდენა დასანქცირებული რუსული კომპანიისთვის “პრომტეხი”.
შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აღმოაჩინა ქსელები, რომელიც რუს ოლიგარქებს სატრასტო ფონდების მეშვეობით უცხოურ კომპანიებში საკუთარი ინვესტიციების დამალვისა და მოსკოვისთვის ნახევარგამტარების შესყიდვის საშუალებას აძლევდა.
სიაში ასევე ნახსენებია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე კომპანიები, რომლებიც რუსეთს რუსული ოქროთი ვაჭრობაში ეხმარებოდნენ, და ასევე ჩინური კომპანიები, რომლებიც რუსეთში სანქციების ქვეშ მყოფი ნივთების იმპორტში მონაწილეობდნენ.
ცალკე, გამოაშკარავებულია კომპანიების ქსელი, რომელიც რუსეთმა საკუთარი ჰაკერების დასახმარებლად შექმნა, რომლებიც, თავის მხრივ, ამერიკული სანქციების ქვეშ ჯერ კიდევ 2018 წელს მოხვდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.