ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის ომბუდსმენი გაეროსგან უკრაინის "ტერორისტული თავდასხმების" დაგმობას ითხოვს

რუსეთის ომბუდსმენის, ტატიანა მოსკალკოვას თქმით, მან გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მიმართა მოთხოვნით, დაგმოს "უკრაინული მხარის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები" და მიიღოს ზომები, რათა თავიდან აცილებულ იქნეს უკრაინის მიერ "ადამიანის უფლებათა უხეში, მასობრივი დარღვევები". ომბუდსმენის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.
"კურსკის რეგიონზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ბარბაროსული თავდასხმის შედეგად ათასობით მოქალაქე დაზარალდა.
მე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მივმართე მოთხოვნით, რომ დაგმოს უკრაინული მხარის ტერორიზმი და მიიღოს ზომები ადამიანის უფლებებათა უხეში, მასობრივი დარღვევების თავიდან ასაცილებლად" - წერს მოსკალკოვა ტელეგრამზე.
მოსკალკოვამ ასევე იმედი გამოთქვა, რომ გაეროს უმაღლესი კომისარიატისთვის რუსეთის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გაეროს ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშშიც იქნება გათვალისწინებული, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდება.
წყარო: ტაბულა

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.