ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის სასჯელის მოხდის ნაცვლად უკრაინაში მოხალისედ წავა

რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის სასჯელის მოხდის ნაცვლად უკრაინაში მოხალისედ წავა

bombardir-ის ცნობით, რუსეთის ნაკრების ყოფილი მცველი, 43 წლის ალეკსეი ბუგაევი 495 გრამი მეფედრონის რელიზაციისას დააკავეს და გაასამართლეს.
ბუგაევს 9.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის, თუმცა შეიძლება გამოტანილი განაჩენი შეუცვალონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში (უკრაინაში შეჭრას და ომს ასე უწოდებენ - რედ.) მონაწილეობაზე დათანხმდება.
ერთი სიტყვით, მძიმე არჩევანის წინაშე დგას - ან 9.5 ციხეში გაატაროს ან უკრაინაში წავიდეს და საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს. მისმა ადვოკატმა, კონსტანტინ ჟერებცოვმა განაცხა
და, რომ ექს-ფეხბურთელი გარისკავს და უკრაინაში მოხალისედ წავა.
ბუგაევი "ტორპედოში", "ლოკომოტივში", "ტომში" და "კრასნოდარში" თამაშობდა, რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში კი ევრო 2004-ზე იასპარეზა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.