რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის უწყვეტმა დარტყმებმა რუსეთში ბენზინის დეფიციტი გამოიწვია

უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიყენებული უწყვეტი დარტყმების შედეგად ბენზინის დეფიციტით გამოწვეულ ქაოტურ პრობლემას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება
რუსეთის ხელისუფლება:
მთავრობამ შემოიღო ახალი დროებითი აკრძალვა საავტომობილო ბენზინის ექსპორტზე
შეზღუდვები ძალაში იქნება 2025 წლის 1 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.
2025 წლის 1-დან 30 სექტემბრის ჩათვლით აკრძალვა გავრცელდება ყველა ექსპორტიორზე: როგორც ნავთობპროდუქტების მწარმოებლებზე, ასევე არამწარმოებლებზე.
გადაწყვეტილება მიზნად ისახავს შიდა საწვავის ბაზარზე სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებას.
წყარო: ალფა სიხშირე
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.