რუსეთის მოქალაქეების შესაზღუდად “ლელომ” რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა

საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტია “ლელომ” შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებულია შეზღუდვების დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში. დოკუმენტი პარტიამ პარლამენტს გუშინ, 21 ნოემბერს, წარუდგინა.
რეზოლუციის პროექტის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს უნდა აეკრძალოთ:
· ქვეყანაში 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნა – ეს ვადა უნდა შემცირდეს 90 დღემდე;
· გამონაკლისი შემთხვევების გარდა, დასაქმება;
· უძრავი ქონების შეძენა;
· ქვეყანაში რუსული სანომრე მანქანებით შემოსვლა და გადაადგილება;
· ტენდერებში მონაწილეობა.
გარდა ამისა:
· დაუწესდეთ “საოკუპაციო მოსაკრებელი”, შემოსული თანხა კი მოხმარდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ კეთილდღეობას;
· აიკრძალოს პირდაპირი ფრენები რუსეთთან;
· აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობა საქართველოში;
· აეკრძალოთ საქართველოში საქმიანობა იმ რუსულ ფონდებს, რომლებიც კრემლის პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურებიან.
ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, შეზღუდვები დაეწესებინა რუსეთის მოქალაქეებისთვის. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთს სანქციებს არ უწესებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ