ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის მოკავშირე ორბანის თქმით, საქართველო ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანაა

რუსეთის მოკავშირე ორბანის თქმით, საქართველო ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანაა

უნგრეთის პრორუსი პრემიერი და ქართული ოცნების მოკავშირე ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ საქართველო ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანაა.
ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოსგან სწავლობს - "როგორ მიაღწიოს ამ წარმატებას".
ამასთან, ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ დღეს ქართული ოცნების პრემიერს ირაკლი კობახიძეს შეხვდება.
"საქართველოს პრემიერმინისტრს დღეს ჩემთან შეხვედრა აქვს. საქართველო არის ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანა. მე არ ვიცი სხვა ქვეყანა, რომელიც ასეთი წარმატებულია. საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობაა, ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენ აღტაცებულები ვართ და ვსწავლობთ, როგორ მიაღწიეთ ამ წარმატებას.
ვფიქრობ, ევროპას სჭირდება წარმატებული ქვეყნები, რადგან სამწუხაროდ ბევრი ჩვენგანის წარუმატებელი ეკონომიკა არ მუშაობს ან პარალიზებულია, სტაგნაციაშია. ჩვენ გვჭირდება საქართველოს მსგავსი ქვეყნების გაწევრიანება ევროკავშირში", - ამბობს ვიქტორ ორბანი.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.