ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვას ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, რომან მროჩკოს ინფორმაციით, დაზიანდა შენობა და მანქანები.
რეგიონული ადმინისტრაციის უფროსი, ალექსანდრ პროკუდინი კი ამბობს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში მტერმა ხერსონზე 51 შეტევა განახორციელა და 323 ჭურვი გაისროლა. ოკუპანტების სამიზნეს საცხოვრებელი კვარტლები წარმოადგენდნენ. რუსული აგრესიის შედეგად გუშინ ხერსონში ჯამში 6 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ერთი ბავშვი იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.