რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონებზე თავდასხმას 3 მოქალაქე ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონებზე თავდასხმას სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა თავდასხმა განახორციელა ზაპოროჟიეს, ხერსონის და დონეცკის დასახლებებზე. ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა რეგიონში 29 დასახლებულ პუნქტზე 636 დარტყმა განახორციელეს. ხერსონის ოლქის ათობით დასახლებულ პუნქტს, მათ შორის ხერსონსა და ბერისლავს, დრონებით, თვითმფრინავებით და არტილერიით დაესხა თავს.
რუსეთის არმიამ კრიტიკული და სოციალური ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი ტერიტორიები დაბომბა. თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.
რუსმა სამხედროებმა ასევე დააზიანეს მრავალსართულიანი შენობები, კერძო სახლები, ოფისები, გაზსადენები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და მანქანები.
დონეცკის რეგიონში 25 დეკემბერს რუსმა ჯარისკაცებმა მოკლეს კოსტიანტინოვკას ერთი მცხოვრები. რეგიონში კიდევ სამი ადამიანი დაიჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)