ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა, ხოლო 140 – დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა, ხოლო 140 – დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ყოველ ჯერზე, როდესაც მასთან [პუტინთან] მშვიდობის განხილვის მცდელობაა, რუსეთი სახლებსა და საავადმყოფოებზე თავდასხმით პასუხობს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„უკრაინა ამჟამად გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის გამო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.