ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან რუსული „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან რუსული „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, „მი-24“ - ის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური პრობლემა გახდა.
ვერტმფრენის ეკიპაჟის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ცნობისთვის, დღეს, უკრაინელებმა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსული ვერტმფრენი „კა-27“ ჩამოაგდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.