რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ, „ქართული ლეგიონის“ მეთაურ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ქართული ლეგიონის“ მეთაურთან, მამუკა მამულაშვილთან ერთად, ე.წ. უზენაესმა სასამართლომ კიდევ სამ ქართველ მებრძოლს, გიორგი რუსიტაშვილს, ნოდარ პეტრიაშვილსა და ვანო ნადირაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ე.წ. სასამართლომ მათ თავისუფლების აღკვეთა „დაქირავებული ჯარისკაცის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის“ შესახებ მუხლით შეუფარდა.
“სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის აპრილიდან 2024 წლის მაისამდე მამულაშვილმა უცხო ქვეყნებიდან, რომლებიც კონფლიქტის მხარეები არ იყვნენ, დაქირავებული მებრძოლების რეკრუტირება მოახდინა, უპირატესობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს ენიჭებოდათ. ამის შემდეგ მან ისინი გაწვრთნა და მათი საომარ მოქმედებებში მონაწილეობა უზრუნველყო. ამისთვის ბრალდებულმა 23 მილიონ რუბლზე მეტის ეკვივალენტი მიიღო”, – ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს