რუსეთის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიის უკანონო მითვისება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა | პოლონეთის საელჩო

საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა დარღვევა – ასე აფასებს პოლონეთის საელჩო საქართველოში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ბიჭვინთის აგარაკების სთვის გადაცემას:
“ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ პიცუნდას/ბიჭვინთის ტერიტორიის უკანონო მითვისებას. ეს ქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა დარღვევაა. პოლონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.” ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
28 დეკემბერს, გამთენიისას, ოკუპირებული ს ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმება დაამტკიცა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი ამის შესახებ ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.