ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვის განახლებას აგვისტოდან გეგმავს

რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვის განახლებას აგვისტოდან გეგმავს
რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვის განახლებას აგვისტოდან გეგმავს. რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრომ ითხოვა, აკრძალვა სექტემბერ-ოქტომბრამდე გაგრძელდეს.
ბენზინის ექსპორტის აკრძალვა რუსეთმა 2024 წლის 1-ელი მარტიდან დააწესა, თუმცა 20 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით გამონაკლისი მოქმედებს.
„1-ელი აგვისტოდან გამონაკლისის პერიოდი იწურება. ნავთობპროდუქტების ექსპორტის ავტომატური აკრძალვა მხოლოდ ბენზინს ეხება“, - განაცხადა ალექსანდრ ნოვაკმა მედიასთან.
როგორც რუსეთის ვიცე-პრემიერმა განმარტა, აკრძალვა სექტემბერ-ოქტომბრამდე იმოქმედებს.
„თუ დავინახავთ, რომ სექტემბერ-ოქტომბრის შემდეგ, ექსპორტის ბენზინის აკრძალვა საჭირო გახდება, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - თქვა მან.
ცნობისთვის, რუსეთის გადამმუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმების შემდეგ, ნავთობის გადამუშავების მოცულობა შემცირდა. ბენზინის გამომუშავება დეკემბრის ბოლოდან მაისის ბოლომდე 20%-ით, ხოლო დიზელის საწვავის - 11%-ით შემცირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.