რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გამოდის მოწოდებით გაძევებულ იქნას მღვდელი, რომელმაც არ ილოცა გამარჯვებისთვის

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 13 იანვარს გამოაქვეყნა ვერდიქტი, რომ მღვდელი, რომელიც გამოვიდა ომის საწინააღმდეგო განცხადებებით და არ ილოცა “წმინდა რუსეთის გამაჯვებისთვის”, უნდა გაძევებულ იქნას – ამ ცნობას რუსეთის მედია ავრცელებს.
მღვდელ ალექსეი უმინსკის საწინააღმდეგო ვერდიქტი ხელმოწერისთვის გაეგზავნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, პატრიარქ კირილეს.
როცა ამ გადაწყვეტილების შესახებ კითხეს, უმინსკიმ გამოცემა Meduza-ს უპასუხა “ჩემი პრინციპული პოზიციაა კომენტარის არ გაკეთება”.
სამოქალაქო პირებთან ერთად, რუსეთში არაერთი სასულიერო პირი მოექცა ზეწოლის ქვეშ ომის საწინაღმდეგო პოზიციების გამოხატვისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა