რუსეთის კურსკის ოლქში აფეთქებები იყო

გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის კურსკის ოლქში. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ.
დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ღამით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა კურსკის ოლქის თავზე გაანადგურეს სამი რაკეტა(Точка-У) და „კიევის რეჟიმის“ მხრიდან „ტერაქტის მცდელობა აღიკვეთა“. კურსკის ოლქის გუბერნატორ რომან სტაროვოიტის თანახმად, სამი „უკრაინული რაკეტა“ ფატეჟის რაიონში ჩამოაგდეს. შედეგების შესახებ არაფერს იუწყებიან.
უკრაინას კურსკის ოლქზე იერიშის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, საიდანაც რუსული არმია რაკეტებით და დრონებით უტევს უკრაინის ტერიტორიას. 2022 წლის დეკემბერში უკრაინის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყეს ქალაქ კურსკთან მდებარე აეროდრომს. 2023 წელს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა კურსკის ოლქზე დრონებით არაერთი შეტევის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს