ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის კურილის კუნძულებზე 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

რუსეთის კურილის კუნძულებზე 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

გერმანიის გეომეცნიერების კვლევის ცენტრის ცნობით, რუსეთის კურილის კუნძულებზე 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მათივე ინფორმაციით, ბიძგები 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე მიწისძვრის შემდეგ ცუნამის წარმოქმნის საფრთხე არ არსებობს.
ცნობისთვის, 30 ივლისს უძლიერესი მიწისძვრა მოხდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის მხარეში. მაშინ მიწისძვრის სიმძლავრემ 8,7 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი კამჩატკის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 149 კილომეტრში, 17 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მიწისძვრამ კამჩატკის სანაპიროზე ცუნამი გამოიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.