რუსეთის კონტრშეტევა კურსკში შეჩერებულია – უკრაინა

რუსეთის კონტრშეტევა კურსკის რეგიონში შეჩერებულია, მისი ტერიტორიის ნაწილი რჩება უკრაინის კონტროლის ქვეშ – განუცხადა AFP-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის წარმომადგენელმა ალექსეი დმიტრაშკოვსკიმ.
“რუსეთის ჯარებმა სცადეს შეტევა ფლანგებიდან, მაგრამ ისინი შეაჩერეს, სიტუაცია დასტაბილურდა და დღეს ყველაფერი ჩვენი კონტროლის ქვეშაა, მათ არ გამოუვიდათ“, – ციტირებს სააგენტო უკრაინელ სამხედროს.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე რჩება „რამდენიმე ათასი“ რუსი მშვიდობიანი მოქალაქე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინდელ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ კურსკის რეგიონში რუსული არმია აგრძელებდა შეტევით ოპერაციებს, თუმცა არ უსაუბრია არც ერთი დასახლების „გათავისუფლებაზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ