ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, უკრაინამ მათ ტერიტორიას მართადი რაკეტით და 90 დრონით შეუტია

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, უკრაინამ მათ ტერიტორიას მართადი რაკეტით და 90 დრონით შეუტია

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის ფედერაციის რეგიონებში 90 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და „ნეპტუნი-მდ“ ტიპის მართვადი რაკეტა გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 90 უპილოტო საფრენი აპარატი: 38 უპილოტო საფრენი აპარატი აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე, 24 უპილოტო საფრენი აპარატი - კრასნოდარის ტერიტორიაზე, 15 უპილოტო საფრენი აპარატი - ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 7 უპილოტო საფრენი აპარატი შავი ზღვის აკვატორიის თავზე, ორ-ორი - კურსკისა და როსტოვის ოლქების ტერიტორიაზე და თითო-თითო უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიებზე. ასევე, აზოვის ზღვის თავზე „ნეპტუნი-მდ“ ტიპის მართვადი რაკეტა განადგურდა“, - აცხადებენ უწყებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.