ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის უწყება - კიევმა რუსეთის ტერიტორიაზე დრონით თავდასხმა სცადა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქის თავზე უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, კიევმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე „ტერორისტული თავდასხმა“ სცადა. "კურსკის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.