არქივი23 აპრილი, 2024, 04:52
რუსეთის თავდაცვის უწყება - საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბელგოროდში ოთხი უკრაინული რაკეტა გაანადგურეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის თავზე უკრაინის მიერ გაშვებული „ვილხას“ ოთხი რაკეტა გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ვილხას“ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის გამოყენებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ოთხი რაკეტა გაანადგურეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.