არქივი18 ნოემბერი, 2024, 08:45
რუსეთის თავდაცვის უწყება - ქვეყნის 5 ოლქში 59 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ წუხელ მოსკოვის, ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდისა და ტულას ოლქების თავზე 59 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, კიევი, აღნიშნული დრონებით, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე თავდასხმას ცდილობდა.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2 დრონი მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 45 ბრიანსკის ოლქის თავზე, 6 - კურსკის ოლქში და სამ-სამი ბელგოროდისა და ტულას ოლქებში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.