რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ბრიანსკის ოლქისა და შავი ზღვის თავზე 5 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ
რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბრიანსკის ოლქის თავზე ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, შავი ზღვის თავზე კი - სამი, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების მტკიცებით, კიევმა კიდევ ერთხელ სცადა რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და კიდევ სამი დრონი, ყირიმის რესპუბლიკის სანაპიროსთან ახლოს, შავ ზღვაზე ჩამოაგდეს“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.