არქივი6 ივნისი, 2025, 09:39
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ათზე მეტ რეგიონში 174 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამის განმავლობაში ქვეყნის ათზე მეტ რეგიონში 174 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონები გაანადგურეს ბრიანსკის, როსტოვის, სარატოვის, ვორონეჟის, კალუგას, კურსკის, ორიოლის, რიაზანის, ტულას, ბელგოროდის, ტამბოვისა და მოსკოვის ოლქებში და დროებით ოკუპირებულ ყირიმში.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, შავი ზღვის აკვატორიის თავზე „ნეპტუნ-მდ“ ტიპის სამი მართვადი რაკეტა გაანადგურეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.