პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 128 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 128 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ოთხ რეგიონსა და შავი და აზოვის ზღვების თავზე 128 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 83 დრონი - კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს, 30 - დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, 8 - აზოვის ზღვის თავზე, 5 - შავი ზღვის აკვატორიის თავზე, თითო-თითო კი ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.